in ,

მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება იზრდება

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გასულ სეზონში თავისი გუნდის და ლა ლიგის უდაო აღმოჩენა იყო. 21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც “ღამურებს” გასულ ზაფხულს ეროვნული ლიგიდან სარეზერვო გუნდისთვის შეუერთდა, ჩემპიონატის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კოპა დელ რეის ფინალშიც ითამაშა.

მამარდაშვილმა 8-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა. იგი 3-ჯერ დასახელდა ლა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და 2-ჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგის ეს ჩინებული სეზონი დაუფასდება და transfermarket-ის განახლებული მონაცემებით მისი სატრანსფერო ღირებულება 10-12 მილიონამდე იქნება. ამ დროისთვის, ქართველი 5 მილიონი ევრო ღირს.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ის ესპანურ კლუბს 800 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი იტალიის და ესპანეთის ნაკრების მეკარეებზე წინ: სეივებით გიორგი top 15-შია

ლაშა ტალახაძე ევროპის წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს