გუშინ, თურქეთის თასის 1/16 ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” “მენემენსპორს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მან საგოლე პასიც მიითვალა. 49-ე წუთზე მისი პასით კონგოელმა დილან სენ ლუისმა შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.
ეს იყო “ჰატაისპორის” ბოლო შეხვედრა 2021 წელს. ლობჟანიძის გუნდს 32 ქულა აქვს და სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. საბამ ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშშზე 18 მატჩი, 4 გოლი და 6 საგოლე პასია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings