in ,

კვარაცხელიამ ცხვირი ჩამოუშვა: რაშია ხვიჩას პრობლემა – ქართველი მწვრთნელს არ უსმენს და მაგრად გააკრიტიკეს

რუსეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში „რუბინმა“ მორიგი თამაში წააგო (ზედიზედ მესამე) – „ნიჟნი ნოვგოროდთან“ 0:1.
ეს მატჩი წარუმატებელი გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ჩვენიანმა 0:0-ზე პენალტი გააფუჭა, რომელიც თავად მოიპოვა.

კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ.

როდესაც პენალტი დაინიშნა, სკამიდან ისმოდა, ხვიჩას უყვიროდნენ, რომ პენალტი დრეიერს დაერტყა, მაგრმა ხვიჩამ გადაწყვიტა თავად შეესრულებინა. ასე იყო?

კი, გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ პენალტის შემთხვევაში ის დაარტყამდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც იზამდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

რაშია კვარაცხელიას პრობლემა ამ სეზონში?

არ ვიცი. ეს მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს. მისთვის ახლა უფრო რთულია. გასაგებია, რომ საერთო აჟიოტაჟი, რაც მის გარშემო იყო, მოქმედებს. ეს ყოველთვის გამოცდაა. მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვართ.

კვარაცხელია გააკრიტიკა გუნდი მეკარემ იური დიუპინმაც.
„მე მას ვუყვიროდი, მან კი ცხვირი ჩამოუშვა პენალტის შემდეგ და საერთოდ შეეშვა თამაშს. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად დალაპარაკებაა საჭირო. ეს ფეხბურთია. ვერ გაიტანე პენალტი, კიდევ გაქვს 30 წუთი, გააკეთე ყველაფერი, რომ გამოასწორო. მან კი უბრალოდ თამაშს თავი დაანება“.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, ის 28-ე წუთზე შეუშვეს დაშავებული თანაგუნდელის სანაცვლოდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო სექტემბერში მანჩესტერის საუკეთესო ფეხბურთელია

დღეს ზლატანის დაბადების დღეა, რომელიც გუშინწინ იყო