in ,

თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი , რომელმაც ჯანმრთელობის გამო “აპოელის” ბოლო შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო, ვარჯიშს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშიც ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ქართველ შემტევს ვირუსი ჰქონდა, რის გამოც მან ბოლო მატჩები გამოტოვა “აპოელი” მომდევნო მატჩს კვიპროსის ჩემპიონატში “აელის” წინააღმდეგ გამართავს და დიდია ალბათობა ამ მატჩში ოქრიშვილმა მონაწილეობა მიიღოს.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 15 ნოემბერს კი, გორში უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება.

თორნიკე ოქრიაშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 13 გოლი აქვს გატანილი.

“აპოელ”-მა კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. თორნიკე ოქრიაშვილმა ლიგის 5 შეხვედრაში ითამაშა, მის ანგარიშზე ერთი გოლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომ არა რონალდოს მაგია… IV ტური

Netflix: ნონა გაფრინდაშვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს