in

Netflix: ნონა გაფრინდაშვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს

ქართული სპორტის დედოფალი, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი კომპანია “ნეტფლიქსს” ინფორმაციის განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს და კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული.

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე კომპანიას სერიალ “ლაზიერის გამბიტი” კულმინაციურ ეპიზოდში, მისი კარიერის შესახებ ეპიზოდების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია “ლაზიერის გამბიტის” ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან და მათ შორის 10 დიდოსტატთან.

ამ ამბავს მსოფლიოში და საჭადრაკო წრეებში დიდი გამოხმაურება მოყვა. “ნეტფლიქსი” ბოდიშის მოხდას არ აპირებს და law360 კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც “ნეტლფლიქსი” ნონა გაფრინდაშვილს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

“ლაზიერის გამბიტი” მხატვრული ნამუშევარია და სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ნებისმიერი სახით არის დაუშვებელი. ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, სერიალში არცერთი ტყუილი არ თქმულა და თითოეული ფრაზა, სიმართლეს შეესაბამება.”-წერია განცხადებაში

Netflix–ი ასევე ამატებს, რომ მიუხედავად ნონას საოცარი გამარჯვებებისა, 1968 წლისთვის, მას სსრკ–ის მთავარ ტურნირებზე, მამაკაცების წინააღმდეგ ნათამაშები არ ჰქონდა, სწორედ იმ დისკრიმინაციის და ბარიერების გამო, რასაც ჰარმონი (პერსონაჟი) განიცდიდა ჭადრაკის სამყაროში. სერიალის ხაზში კი სიცრუე არსად იკითხება. 

“იმის გამო, რომ სანამ სერიალი შეიქმნებოდა რეჟისორებმა ჭადრაკის არაერთ ექსპერტთან გაიარეს კონსულტაცია და ისინი მათ რჩევებს იყენებდნენ. ასე რომ, ნონა გაფრინდაშვილს არ შეუძლია დამაჯერებელი მტკიცებულებით დაამტკიცოს, რომ “ნეტფლიქსი” იტყუება და ის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს.”-წერია კომპანიის მიერ მოპოვებულ განცხადებაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

მიქაუტაძით ბაზელი ინტერესდება