in

ნეტფლიქსი ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებას დათანხმდა

“ნეტფლიქსი“ დათანხმდა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტში“ ცილი დასწამეს. სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“. მედია წერს, რომ გაფრინდაშვილი 1968 წლისთვის 59 მამაკაც კონკურენტს დაუპირისპირდა. „ნეტფლიქსმა“ სცადა სარჩელის უარყოფა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს ჰქონდათ ფართო ლიცენზია პირველი შესწორების შესაბამისად. მაგრამ იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ეს არგუმენტი და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის დაცული სარჩელისგან, თუ ისინი ცილს სწამებენ რეალურ ადამიანებს.

„ნეტფლიქსმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სამშაბათს საქმე დაიხურა.

„მხარეები მოხარულნი არიან, რომ საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა.

მორიგების პირობები არ გახმაურებულა. „ნეტფლიქსის“ სპიკერმა ასევე თქვა: „მოხარულები ვართ, რომ საკითხი მოგვარებულია“.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ. გამოგონილ პერსონაჟზე, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე საუბრისას კომენტატორი აცხადებს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს“. ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მითითება იყო „სექსისტური და დამამცირებელი“. „ნეტფლიქსი“ ამტკიცებდა, რომ მინიშნება გაფრინდაშვილის აღიარებას ისახავდა მიზნად და არა მის შეურაცხყოფას.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა შემთხვევაში გავა საქართველო ჯგუფიდან

ბულგარელებმა ჩვენთან გაილაღეს და რეკორდები დაამყარეს