in

ნონა მართალია: კარპოვმა გაფრინდაშვილის სარჩელზე ისაუბრა – ის ქართველია და რუსს ვერანაირად ვერ უწოდებ

მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში ანატოლი კარპოვმა Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, სერიალში „დედოფლის გამბიტი“ ბიოგრაფიული მონაცემებია დამახინჯებული.

„არ ვიცი როგორ მოუვიდა ასეთი ლაფსუსი გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა მას ყველაფერი არ უნახავს ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, რადგან მან მშვენივრად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი პირველი გახდა დიდოსტატი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მამაკაცებს შორის დიდოსტატის წოდებას კი მხოლოდ მამაკაცთა ტურნირებში მონაწილეობით თუ მიიღებდა. ასე რომ, ამ მხრივ ის სრულიად მართალია.

რა თქმა უნდა, ის უბრალოდ საბჭოთ მოჭადრაკედ უნდა მოეხსენიებინათ, მაშინ კითხვები აღარ გაჩნდებოდა. აი „რუსი მოჭადრაკე“ – ეს უკვე წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ნათელია, რომ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ის ქართველია და ამით ამაყობს. რუს მოჭადრაკეს მაინც ვერანაირად ვერ უწოდებ და არც არასოდეს არავინ არ ეძახდა. ამბობდნენ „საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი“, საბჭოთა მოჭადრაკე“, ხშირად კი „საქართველოს წარმომადგენელი“, „ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი“, – ამბობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერი მოჭადრაკე.

სერიალში საუბარია, რომ გაფრინდაშვილს არასოდეს არ უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ, განსხვავებით გამოგონილი მთავარი გმირისგან.
ასევე ქართველ მოჭადრაკეს ფილმში რუსი უწოდეს.

არ ვარ რუსი: ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ცრუ ინფორმაციისთვის უჩივის და 5 მილიონს ითხოვს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საფრანგეთში ფანები ისევ შევარდნენ მოედანზე და ჩხუბი და აყალმაყალი ატეხეს

სონია ამორუზო – დელ პიეროს ცოლი: ის ალექსის თანაგუნდელის დაა