in

ნონას შამათის მოლოდინში: ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის ექსკლუზიური კომენტარი

გაუკეთებს თუ არა ქართული სპორტის დედოფალი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი Netfix-ს შამათს?

მოგეხსენებათ, ნონა გაფრინდაშვილი კომპანია “Netflix”-ს სერიალ “ლაზიერის გამბიტის” გამო უჩივის. იქ ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს აქვს ნათამაშები მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ.

საქმეს კალიფორნიის სასამართლო განიხილავს და პირველი სხდომა 25 თებერვალს, თბილისის დროით, 02:00-ზე ჩატარდა. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოს საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვს განაჩენის გამოსატანად და პირველი პროცესი მხარეების ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა.

ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი სიახლის გასაგებად, დღეს “ავტორადიოს” ეთერს იურიდიული კომპანია BLB-ს პარტნიორი, ადვოკატი მაია მწარიაშვილი სტუმრობდა, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს მედიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში და ჩვენი დიდი გულშემატკივარია. ჯერჯერობით სიახლე არის, ის რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა შეცვალა პირველი მოსმენის ფორმატი. 25 თებერვლის 02:00 საათზე (თბილისის დროით) ჩანიშნული პროცესი ღია მოსმენით უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას აქვს საკმარისი არგუმენტები საიმისოდ, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს.
საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ახლა არ გამოცხადდება საბოლოო განაჩენი, ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი. ეს არის დაცვის პირველი პროცედურული ხაზი, რომ Netflix თავს იცავს გამოხატვის თავისუფლებით და მას ჰქონდა კონსტიტუციურად ამის უფლება. Netflix-ის არგუმენტი არის ის, რომ ფრაზა, რომელიც სერიალში გამოიყენეს, ემსახურებოდა სიტყვის თავისუფლების გამოხატვას საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო საკითხზე, რაც კალიფორნიის კანონმდებლობით საკმაოდ მკაცრად არის დაცული. Netflix ამბობს, რომ ეს ფრაზა არ არის “არსებითად მცდარი”. ბოლოს მან შეცვალა პოზიცია და ამბიბს, რომ ნონა გაფრინდაშვილს განა საერთაშორისო ტურნირზე არ უასპარეზია მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რაც ძალიან დიდი აბსურდია.
წინასწარ ძალიან რთულია განსაზღვრო, როგორი იქნება ჩვენი სამომავლო გეგმები, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების მაგალითი: კაპიტანი წავიდა

მადლობა, რომ ყველასთვის სამაგალითო იყავი: სანიოლი კანკავას ემშვიდობება