in ,

თბილისის დინამოში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა

ევროსარბიელზე მორიგი წარუმატებელი და უსახური გამოსვლის შემდეგ, თბილისის “დინამოს” მენეჯმენტში მასშტაბური რეორგანიზაცია იწყება. ინფორმაციას საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“კლუბის საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს დინამო თბილისის მენეჯმენტისა და საკვანძო პოზიციების ოპტიმიზაცია.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, დინამო თბილისის მართვას დირექტორთა საბჭო (ე.წ. ბორდი) განახორციელებს, სპორტის მიმართულებას კი ახალი სპორტული დირექტორი ჩაიბარებს, რომლის ფუნქცია-მოვალეობებში მთავარი გუნდის დაკომპლექტებისა და შედეგების გაუმჯობესების გარდა, აკადემიაში განსახორციელებელი ცვლილებებისა და სტრუქტურის ფორმირება იქნება.

დინამო თბილისის სტრუქტურაში გაჩნდება ახალი – ბიზნეს მიმართულება, რომლის მიზანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის მართვის, სპონსორებთან ურთიერთობის, მარკეტინგული პროექტების, შიდა და საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა იქნება.

დინამო თბილისის ბორდი კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი ადამიანებით დაკომპლექტდება. შესაბამისად, ბორდის წევრ მენეჯერებს კონკრეტულ სტრატეგიულ ამოცანებზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ვმუშაობთ სწორ მოედელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს დინამო თბილისის სტრუქტურა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე უფრო სწორი დროა მოხდეს კლუბის სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმირება. ეს დინამოს საშუალებას მისცემს, თანამედროვე, ფინანსურად ძლიერ და შედეგზე ორიენტირებულ კლუბად ჩამოყალიბდეს“, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის სხვებიც გაყვებიან: ბარსას გარდა კიდევ 5 ესპანური კლუბი ვერ იფორმებს ფეხბურთელებს

ჩემთან იცხოვრე: სერხიო რამოსმა მესი ოჯახით თავისთან მიიპატიჟა