in ,

თურქული ჰოლდინგი დინამოში?

Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ყიდვით თურქული კომპანია “Alagoz Holding”-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ “დინამოს” გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

“Alagoz Holding”-ს სპორტთან სერიოზული კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ “ანკარგიუჯიუს” გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

კომპანია “ფენერბაჰჩეს” საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.

ჯერ-ჯერობით უცნობია “დინამოს” შესაძენად, რა თანხის გადახდაზე გამოთქვამენ მზაობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას და მამარდას გუნდელები ტოვებენ: მანჩესტერი ახლებს ეძებს, ბარსას მესის ვალი აქვს გასასტუმრებელი – სატრანსფერო ამბები

The sun: ბარნლის მიქაუტაძე სურს