in ,

თბილისის დინამომ შეკრება დაიწყო

10 იანვარს, ზამთრის პაუზის შემდეგ თბილისის “დინამო” დიღმის ბაზაზე პირველად შეიკრიბა. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი და დავით კერესელიძე. უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

თბილისის დინამოს სამწვრთნელო სტაფს ორი ბელარუსი შეემატა

“დინამო” 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში გააგრძელებს. 22 იანვრიდან კი, კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება

2022 წლის პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაიას ბოხუმი იწვევდა და ბუნდესლიგაში თამაშის შანსი ჰქონდა

შოთა არველაძე: ხვიჩა აიაქსს და ატლეტიკოს შევთავაზე, მაგრამ…