in ,

თბილისის დინამოს სამწვრთნელო სტაფს ორი ბელარუსი შეემატა

თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო სტაფს მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი, ევგენი ტაიკევიჩი შეუერთდა. მასთან ერთად თბილისურ კლუბში კიდევ ერთი ბელარუსი სპეციალისტი იმუშავებს, “დინამოს” სამედიცინო შტაბს ექიმი რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინცოვი შეემატა.

ორივე მათგანი ბოლოს სოლიგორსკის “შახტიორში” მუშაობდა.

ბელარუს სპეციალისტებსა და საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა – ინფორმაციას კლუბი თავად ავრცელებს. ზამთრის პაუზის შემდეგ, “დინამო” დიღმის ბაზაზე პირველად გუშინ შეიკრიბა. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი და დავით კერესელიძე, უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

კლუბის ინფორმაციით, დინამო 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში გააგრძელებს. 22 იანვრიდან კი კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა

ვიდეო: ლევან კუტალიას შედევრი ისრაელში