in ,

შოთა არველაძე: ხვიჩა აიაქსს და ატლეტიკოს შევთავაზე, მაგრამ…

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ youtube არხ “კვარას” პოდკასტში ქართული ფეხბურთის იმედის, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მარცხენა შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

არველაძემ “ჰალ სიტისთან” მოლაპარაკებები დაადასტურა და ასევე თქვა ისიც, რომ კვარაცხელია “აიაქსს” და მადრიდის “ატლეტიკოს” შესთავაზა.

“ჰალ სიტიდან” შემოთავაზება მაქვს და ამ ეტაპზე სამუშაო ვიზას ველოდები, რომ ინგლისში ჩასვლა მოვახერხო. კვარაცხელიას სიამოვნებით წავიყვანდი, მაგრამ ის 15-20 მილიონი ღირს და ჩემპიონშიპის კლუბები, როგორც წესი, ამდენს არ იხდიან. ხვიჩასთან მე არ მისაუბრია, მაგრამ ეს ჩემოდანზე ჯდომის პოზა მის განვითარებას ხელს შეუშლის. სადაც არის და როდემდეც არის, მანამდე აქ საუკეთესო უნდა იყოს და ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში უნდა განაგრძოს. ის ჯერ კიდევ პატარაა, მთელი კარიერა წინ აქვს და ერთი ჩაშლილი ტრანსფერის გამო ყურები არ უნდა ჩამოყაროს.

ძალიან ვეცადე ხვიჩა “აიაქსსა” და “ატლეტიკოში” მიმეყვანა. გარდა იმისა, რომ ისედაც დიდი ინფორმაცია ჰქონდათ მასზე, მეც გავუწიე რეკომენდაცია, მაგრამ მეუბნებიან, რომ არ ღირს 15-20 მილიონი, 9-დან 12 მილიონ ევრომდეა მისი ფასი. მაგრამ რა ვქნა, მე ხომ არ ვყიდი, ჩემი არ არის”, – თქვა შოთიმ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამომ შეკრება დაიწყო

ბრიტანეთში ბუქმეკერების რეკლამას ზღუდავენ: პრემიერლიგა წინააღმდეგია