in ,

შოთა არველაძე: სიმეონემ მითხრა გუნდში ფელიქსი მყავს და ხვიჩა აქ ვერ ითამაშებსო

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემას სტუმრობდა და ბევრ საინტერესო თემასთან ერთად, დიეგო სიმეონესთან შეხვედრაზე ისაუბრა, როდესაც მან არგენტინელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.

“ხვიჩა კვარაცხელია უდიდესი ტალანტია და მას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. როდესაც დიეგო სიმეონეს შევხვდი, მას ხვიჩას შესახებაც ვესაუბრე, მაგრამ დიეგომ მითხრა გუნდში ჟოაო ფელიქსი მყავს, რომელიც დააახლოებით იგივე ტიპის ფეხბურთელია, როგორიც კვარაცხელია და ხვიჩას აქ თამაში გაუჭირდებაო, ისევე, როგორც უჭირს ფელიქსს”, – თქვა შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა, მაგრამ თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოთა არველაძე მალე ინგლისურ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს.

შოთა არველაძე ჰალ სიტიში?

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგა ბითაძის მცირე დრო, მხოლოდ 1 მოხსნა და ინდიანას მორიგი მარცხი

როგორ გადარჩა კალუშა: თავგატეხილი სიმულანტი და სან მარინოს გოლი 8 წამში – შესარჩევების ფაქტები