in ,

ვაისმა ბაზელთან მატჩი შეაფასა და ჩაკვეტაძე გამოჰყო

მატჩის დასასრულს თავით დარტყმული ბურთის გარდა, მომენტი არ შევაქმნევინეთ. გოლების გარდა, კიდევ 2-3 შანსი გვქონდა. უკეთ გამოყენების შემთხვევაში მეტის გატანა შეგვეძლო.


ჩვენი დაცვა კარგად გაისარჯა, წინ სახიფათონი ვიყავით. აი, ასე ვიბრძვით ევროპაში. ფიზიკურად მომატება გვმართებს. მაგალითად, ვლადოს (ვაისი-უმცროსი) ასეთ რთულ დაპირისპირებებში შეუცვლელად სათამაშოდ ჯერ ძალა არ ჰყოფნის, ისევე, როგორც ჩაკვეტაძესა და ზრმჰალს. საუკეთესო ფეხბურთელები ბევრს დარბიან და მათი შეცვლა გიწევს.


ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ წარმატება “ბაზელთან” სახლში უნდა განვამტკიცოთ. მჯერა, ჩვენს სტადიონზე ანშლაგი იქნება. კვირას “ტრენჩინთან” როტაციას მივმართავ და ზოგიერთ მოთამაშეს, რომლებმაც დღეს ითამაშეს და დაშავდნენ, დავასვენებ. მადლობა აქ ჩამოსულ გულშემატკივრებს. დღეს ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, რადგან ერთი ოჯახი ვართ”.


პაუშეკი: “თამაშის წინ ერთმანეთს ვუთხარით, რომ თუ გვინდოდა ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა, ქულა, იდეალურ შემთხვევაში კი, სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. “ბაზელი” ძლიერია, მაგრამ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ. მიხარია, რომ ასეთ მატჩში გავიტანე. “ჩაკვემ” ბურთი მიიღო და დავინახე, რომ გადაცემის გასაკეთებლად იყურებოდა. ამიტომ გავიქეცი, არავინ ამედევნა, სრულიად მარტო დავრჩი და მადლობა ღმერთს, გავიტანე”.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერმა მოიგო, მაგრამ რონალდუს საშინელი მატჩი ჰქონდა

რუსებს კრივში შეზღუდვა მოეხსნათ