საქართველოში არაერთი დიდი სპორტმენი გვყოლია, გვყავს და კიდევ ბევრი გვეყოლება (ღმერთმა გვიმრავლოს), მაგრამ არის ისეთი გამორჩეულები, რომლებიც არა დიდი, არამედ უნიკალურები არიან. უნიკალურები მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში.
ერთ-ერთ ასეთი მათგანი ქართული სპორტის დედოფალი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილია. ქალბატონ ნონას დღეს 81 წელი შეუსრულდა.
ნონა გაფრინდაშვილი 1981 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. ქალბატონი ნონა გახლავთ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და მამაკაცთა შორის.
ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ საჭადრაკო “ოსკარის” პირველი მფლობელი, ევროპის “ოქროს პაიკის” ლაურეატი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ჩვენი რედაქცია ულოცავს ქართული სპორტის დედოფალს 81 წლის იუბილეს, დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მას.
GIPHY App Key not set. Please check settings