ავსტრალიის ქალაქ მელბურნში სტარტი აიღო წლის პირველი დიდი სლემის ტურნირმა – ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპმა, რომელზეც ორმა ქართველმა იასპარეზა.
საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელი ლეონიე კუნგი სამ სეტში 6:3; 1:6; 6:3 დაამარცხა და კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა.
მომდევნო შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება.
დღეს ითამაშა მარიამ ბოლქვაძემაც, რომელიც რუმინელ ირინა მარია ბარიასთან 4:6; 1:6 დამარცხდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings