in

გოლსაც ვერ გაგვიტანენ თუ ასე გავაგრძელეთ – XIII ტური

იტალიაში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც არ ყოფილა ეს შეხვედრა ცენტრალური. “ატალანტა”-“ნაპოლის” მატჩი ორმა დერბიმ ჩააჩოჩა – რომაულში “ლაციომ” აჯობა “რომას”, ხოლო გამოსწორებულმა “იუვენტუსმა” იტალიის საერთო დერბიში “ინტერი” დაამარცხა და სულ უფრო საშიში ხდება ზემოთ მოკალათებული გუნდებისთვის.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო სერია ა-ში საერთო ანგარიშით 8:0 და მე-5 ადგილამდე ავიდა. „ინტერი“ მე-7-მდე ჩავიდა.

ალეგრი: „იუვენტუსი“ გოლს არ გაუშვებს თუ საქმეს ასე მივუდგებით. ჩვენ სიამოვნება მივიღეთ მოგებით“.

ჟოზე მოურინიო: „ლაციომ“ ნახევარგოლი გაიატანა. „რომამ“ დაუმსახურებულად წააგო, როგორც „ატალანტასთან“ და „ნაპოლისთან“.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ში ზედიზედ 9 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 22:7.

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიკტორ ოსიმენმა 32-ე გოლი გაიტანა იტალიის ჩემპიონატში. ის საუკეთესო ნიგერიელი ბომბარდირი გახდა ლიგის ისტორიაში.

გასპერინი: „ნაპოლის“ დაცვის წინააღმდეგ მარტივი არ ყოფილა მომენტების შექმნა“.

მალდინიმ „მილანს“ საჯარიმოს კუთხიდან გაუტანა. პაოლოს ბიჭი „სპეციაში“ იჯარითაა „მილანიდან“.

ჟირუმ ნახტომში გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა და აღნიშვნის შემდეგ (მაისური გაიძრო) გააგდეს.

სერია ა – XIII ტური

უდინეზე – ლეჩე 1:1
სალერნიტანა – კრემონეზე 2:2
ემპოლი – სასუოლო 1:0
ატალანტა – ნაპოლი 1:2
მილანი – სპეცია 2:1
ბოლონია – ტორინო 2:1
მონცა – ვერონა 2:0
სამპდორია – ფიორენტინა 0:2
რომა – ლაციო 0:1
იუვენტუსი – ინტერი 2:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პიკეობა – XIII ტური

ამოვისუნთქე – XV ტური