in

პიკეობა – XIII ტური

ამ ტურში ჯამში 8 წითელი ბარათი აჩვენეს. 3-3 კაცი გააგდეს ორ შეხვედრაში. მათ შორის სევილიურ დერბიში.

„ხეტაფესა“ და „კადისის“ შეხვედრაში დამატებულ დროში ფეხბურთელებმა 3 წითელი ბარათი მიიღეს.

ინიაკი უილიამსმა „ატლეტიკში“ ზედიზედ 246 მატჩი ითამაშა. მან ტოპ 5 ლიგაში 28 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა.

„ბარსამ“ ლა ლიგის პირვლ 13 ტურში 11 მატჩი ნოლზე ითამაშას. ეს რეკორდია.

„ბარსას“ ლა ლიგის ბოლო 12 მატჩში 11 მოგება აქვს.

ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გაიტანა, ძელს მოარტყა.

პიკემ „ბარსელონაში“ 423 მატჩი მოიგო. მარტო მესის, ბუსკეტს, ჩავის და ინიესტას აქვთ უკეთესი შედეგი.

პიკემ აცრემლებულმა დატოვა მოედანი ბოლო მატჩის შემდეგ. ხალხი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს.

ჩავი: „ვუთხარი პიკეს, რომ ის „ბარსას“ ლეგენდაა. რაც უფრო მნიშვნელოვანია მისთვის მატჩი, მით უკეთ თამაშობს“.

„ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი თავიდან 3-ნომრიანი მაისურით გავიდა. ასე სცეს პატივი ჟერარ პიკეს, რომელმაც ბოლო მატჩი ითამაშა „ბლაუგრანას“ მაისურით.

ლა ლიგა – XIII ტური

ჟირონა – ბილბაო 3:1
ხეტაფე – კადისი 0:0
ვალიადოლიდი – ელჩე 2:1
სელტა – ოსასუნა 1:2
ბარსელონა – ალმერია 2:0
ატლეტიკო – ესპანიოლი 1:1
სოსიედადი – ვალენსია 1:1
ვილიარეალი – მალიორკა 0:2
ბეტისი – სევილია 1:1

ორშაბათი, 7 ნოემბერი
რაიო ვალეკანო – რეალი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ ისევ გაიტანა – ლეგიონერები

გოლსაც ვერ გაგვიტანენ თუ ასე გავაგრძელეთ – XIII ტური