in

კიტემ ისევ გაიტანა – ლეგიონერები

შაბათის შემდეგ ქართველმა ლეგიონერებმა კვირასაც ითამაშეს.

ლოჩოშვილი კარგი იყო, ზურიკო შეცვალეს, ჭანტურიშვილის მონდომებამ ვერ უშველა – ლეგიონერები

მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა. მისი „შტურმი“ სტუმრად “ალტახს” დაუზავდა – 1:1. ჩვენიანმა ჩემპიონატში მე-3, ხოლო ევროტურნირის ჩათვლით ბოლო 7 მატჩში მე-4 გოლი მიითვალა.
კიტეიშვილმა მე-11 წუთზე პენალტით დააწინაურა “შტურმი”. ის 71-ე წუთზე გამოცვალეს.

დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” 3:0 აჯობა “ლუნგბიუს”. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.

წააგო ქართველების „სლოვანმა“ (სტუმრად „ჟილინასთან 1:4). გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი. კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო. წაგების მიუხედავად, „სლოვანი“ 35 ქულით ლიდერია.

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ, საკუთარ მოედანზე, ლუკა ზარანდიას „კორონას“ ბოლო წამებზე მოუგო – 3:2. კვეკვესკირი და წიტაიშვილი ძირითადში იყვნენ. ნიკამ 74 წუთი ითამაშა, გიორგიმ – 80 წუთი. ზარანდია სტუმართა განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

„ზაგლებიეს“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გურამ გიორბელიძემ და თორნიკე გაფრინდაშვილმა. მათი გუნდი სტუმრად, „სტალის“ წინააღმდეგ, 0:3 დამარცხდა.

ვაკო გვილია, სამწუხაროდ, კვლავ არ ყოფილა „რაკუვის“ განაცხადში, მისმა გუნდმა კი შინ პლოცკის „ვისლას“ 7:1 მოუგო.

გიორგი აბურჯანიამ ბოლო 5 წუთი ითამაშა “ჟილ ვისენტეში”, რომელმაც”პორტიმონენშესთან” 1:2 წააგო. ჩვენიანმა მოკლე დროში გაფრთხილების მიღება მოასწრო.

გიორგი ბერიძე “ანკარაგიუჯუს” ძირითადში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმში გაუქმდა გოლი, რომელიც ქართველის იდეალური პასით გავიდა. VAR-მა თამაშგარე დააფიქსირა.

გურამ გიორბელიძემ და თორნიკე გაფრინდაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს “ზაგლემბიეს” შემადგენლობაში, რომელიც “სტალთან” დამარცხდა 0:3.

“ცრვენა ზვეზდაში” ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ის 69-ე წუტზე შეცვალეს. ქართველის გუნდმა “მლადოსტი” 2:0 დაამარცხა.

სამეზობლოში “ნეფთჩი” 2:2 ითამაშა გასვლაზე “სუმგაითთან”. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ვატო არველაძე მე-60 წუთიდან ჩაერთო თამაშში.

კვიპროსში ლევან ხარაბაძის „პაფოსმა“ სტუმრად ლიმასოლის აელ 3:1 დაამარცხა. 22 წლის ქართველმა მცველმა მესამე მატჩი ჩაატარა და პირველად მოხვდა ძირითადში. 27-ე წუთზე ხარაბაძეს მეტოქემ იდაყვი იმდენად ძლიერად მოარტყა თავში, რომ ჩვენიანმა თამაში ვეღარ გააგრძელა და შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი MVP-ია და ნაკრებში ისე მოდის

პიკეობა – XIII ტური