NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ითამაშეს ქართველებმაც.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „მაიამი ჰიტს“ ესტუმრა და დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში 96:99 დამარცხდა.
სასიხარულოა, რომ გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო. ის ძირითადად თანაგუნდელებს ეხმარებოდა, ამიტომ თავად დიდი მონაგარით ვერ დაიკვეხნის, მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. საბოლოოდ გოგას სტატისტიკა ასეთი გამოვიდა: 19 წუთი, 2 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი-ჩაჭრა-დაფარება-ფოლი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/Screenshot-2024-01-13-110231.jpg)
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ კი „ნიუ ორლეანს“ დიდი ანგარიშით მოუგო – 135:99.
მამუმ 10 წუთი ითამაშა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ამ ერთ ქულას კი 2 მოხსნა და 1 დაფარა მიუმატა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings