in

ვიცი, რომ აუცილებლად მჭირდება მომატება ამ კომპონენტში… ქართული ძმობა შახტარში და კვარას წარმატების საიდუმლო

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” მცველმა ირაკლი აზაროვმა საინტერესო ინტერვიუ მისცა უკრაინული კლუბის ოფიციალურ საიტს. აზაროვი “შახტარში” სერბული “ცრვენა ზვეზდადან” მივიდა და გუნდში სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი. დონეცკური კლუბის მაისურიოთ მან უკვე ჩაატარა 17 მატჩი და 2 გოლი მიითვალა…

იყო სხვა წინადადებებიც, მაგრამ არჩევანი შახტარზე შევაჩერე!

– მას შემდეგ, რაც დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, გამოჩდნენ კლუბები, რომელთაც უნდოდათ ჩემი მიწვევა. რაც ზუსტად ვიცი, იყვნენ გუნდები ბელგიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან…

ასევე იყო წინადადება “შახტარიდან”. ველაპარაკე გიორგი გოჩოლეიშვილს, ჩემს აგენტს, მშობლებს და მეუღლეს, განვიხილეთ შექმნილი ვითარება და არჩევანი “შახტარზე” შევაჩერეთ.

დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის ეს იყო საინტერესო ვარიანტი. “შახტარი” არის კლუბი, რომელიც მუდამ თამაშობს ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე. ჩემისთანა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს შესანიშნავი ვარიანტია.

ღირსებასა და ნაკლზე…

– მიმაჩნია, რომ ჩემი ძლიერი მხარეებია ტექნიკა და დრიბლინგი. ვიცი, რომ აუცილებლად მჭირდება მომატება ფიზიკურ მომზადებაში, რადგან ასეთი აგებულების ვარ. ამის გათვალისწინებით, დარბაზში ვვარჯიშობ.

მე და გიორგი ძმებივით ვართ…

– გიორგი გოჩილეიშვილი ძალიან იყო გახარებული, როცა გუნდში მეორე ქართველი მივედი. ჩემთვისაც საუკეთესო იყო ეს ვარიანტი. ორივენი ძალიან ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ ერთად ვთამაშობთ.

ის არის ბრწყინვალე ადამიანი, ფეხბურთელი, პროფესიონალი თუ ასე გააგრძელებს, მაშინ ის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იქნება როგორც საქართველოში, ისევე ევროპაში. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი.

ამის მერე მოდის მისი კარიერა და ის, რასაც ის აღწევს. მე და-ძმა არ მყავს და ის ჩემთვის ძმასვითაა. თან ყველაფერს ემატება ისიც, რომ ორივენი მცველები ვართ. სულ ერთად ვართ. რჩევებს მუდმივად ვაძლევთ ერთმანეთს.

ის მარჯვენა მცველია, მე – მარცხენა, ასე რომ, არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. მას თავის პლუსები აქვს, მე – ჩემი, მაგრამ რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ გიო ორთაბრძოლებში ჩემზე უკეთესია.

ბევრმა ქართველმა დაღუპა საკუთარი კარიერა ამის გამო…

– დიდი ხანია, ხვიჩა კვარაცხელიას ვიცნობ, 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ… ჩემთვის ერთგვარი შოკი იყო, როცა ის გადავიდა “ნაპოლიში” და უმალვე აჩვენა უმაღლესი დონის თამაში. მე მას მუდამ ვუქომაგებ და ვიქნები მისი ნომერ პირველი გულშემატკივარი.

მას აქვს ორივე აუცილებელი თვისება – ნიჭი და შეუპოვარი ხასიათი. მიმაჩნია, რომ სწორედ ამის წყალობით არის ასე წინ. ბევრმა ქართველმა დაღუპა საკუთარი კარიერა იმის გამო, რომ არ ჰქონდა სათანადო ხასიათი.

ხვიჩა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებით დიდ შინაგან ძალას ფლობს. როცა ხედავ, რომ ხასიათისა და პროფესიონალიზმის წყალობით შენი მეგობარი აღწევს ამ დონეს, შენ ყველანაირად ცდილობ, რომ მისგან აიღო მაგალითი.

გართობისა და სეირნობისთვის დრო აღარ მრჩება…

– მიმაჩნია, რომ უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ქართველები ცოტა მეტად იმპულსურები ვართ. ასეთი ვარ მეც. გადატვირთული გრაფიკის გამო დრო აღარ მრჩება გართობისა და სეირნობისათვის.

მომწონს უკრაინული სამზარეულო, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა აქაც ვნახე ქართული კერძები. უფრო ქართული რესტორნის სტუმარი ვარ. ზოგადად უკრაინული და ქართული კერძები ერთმანეთს ჰგავს, რაც ძალიან მომწონს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა სტამბოლში მაგრად წააგო, თორნიკემ მხოლოდ 3 ქულა აიღო

გოგა სასტარტოში იყო და 2 ქულა აიღო, მამუმ 1 ქულა