in

გუნდზე იფიქრეთ, აგენტები არ მაინტერესებს: რას ეტყვის ნაპოლის მწვრთნელი კვარას და ოსიმენს

პრობლემებში ჩაძირული „ნაპოლი“ ჩემპიონატის მორიგ მატჩს დღეს საღამოს გამართავს „სალერნიტანასთან“ (თბილისის დროით 18:00 სთ). მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო მამუკა ჯუღელის განცხადებას ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით და ბიჭებს (კვარასაც და ოსიმენსაც) თამაშზე კონცენტრაცია თხოვა.

„ნაპოლის“ ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, კმაყოფილი ვარ.
„ტორინოსთან“ წაგება ყველას მტკივნეულად შეგვეხო. კმაყოფილი ვარ, როგორც ბიჭებმა იმუშავეს მთელი კვირის განმავლობაში. ბევრი თავისუფალი დროც გვქონდა. მიმაჩნია, რომ ეს დღეები სასარგებლო იყო.

იმედი მაქვს, რომ მოთამაშეების სათანადოდ მოტივირება შევძელი. ტურინში ბიჭებს ვერ დავეხმარე, რის გამოც მათ ბოდიშს ვუხდი. კარგი განწყობის შესაქმნელად საუკეთესო დროა, რადგან შინ ვთამაშობთ.

ვგრძნობ თუ არა დე ლაურენტისისგან ნდობას? არ მაინტერესებს, მე მხოლოდ „ნაპოლიზე“ ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.

მინდა მივმართო გულემატკივრებს. ჩვენ 95 წუთის განმავლობაში დაგვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა.

დღეს აგენტებს უფრო დიდი უფლებები აქვთ, ვიდრე ადრე. როდესაც მოედანზე ხარ, „ნაპოლისთვის“ უნდა ითამაშო, ამ მაისურისთვის. ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე რომ შემოდიან, ყველა საკითხი უნდა დატოვონ გარეთ. სწორედ ამას ვეტყვი კვარაცხელიას და ოსიმენსაც. აგენტებს მაშინ უპასუხონ ზარებზე, როდესაც ბაზიდან გავლენ. ის მეორეც რომ ჩამოვა, იგივეს ვეტყვი. ფეხბურთელების მოვალეობაა, კარგად ითამაშონ, მოედნის გარეთ რაც ხდება, არ მაინტერესებს.

ასევე მინდა მივმართო მსაჯებს. თქვენ უნდა დაიცვათ ნიჭიერი მოთამაშეები, როგორც „ნაპოლის“, ისე სხვა გუნდების. ამავე დროს, არც ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ძალიან მწვავე. ის, ვინც ფეხბურთს თამაშობს, არ უნდა შევავიწროვოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგა სასტარტოში იყო და 2 ქულა აიღო, მამუმ 1 ქულა

მადლობა ფრანც: ბაიერნმა ბეკენბაუერისთვის აქცია მოაწყო – ფოტო