სამწუხაროდ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ხილვა ძალიან გაძნელდა. სანდრომ დღეს ჯ ლიგაში ითამშა და 18 ქულას 6 მოხსნა დაამატა (საუკეთესოც გახდა).
“მილუოკიმ” სტუმრად “კლივლენდი” 114:106 დაამარცხა, იანისმა 45 ქულას 14 მოხსნა წაამატა.
“ინდიანამ” “ბოსტონი” 117:112 დაამარცხა.
დღის ცენტრალური მატჩი კი “ბრუკლინსა” და “გოლდენ სტეიტს” შორის შედგა და შავ-თეთრებმა 143:113 გაიმარჯვეს. ტრავმიდან დაბრუნებულმა ჯეიმს ვაიზმენმა 30 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. საუკეთესო დურანტი აღმოჩნდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და ეგრედწოდებულ, გარბიჯ თაიმში აღარ უთამაშია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings