in

კილიან მბაპემ ვარჯიში განაახლა და კრისტოფ გალტიე აღაფრთოვანა

სამ დღიანი უქმობის შემდეგ კილიან მბაპემ “პსჟ”-ს რიგებში ვარჯიში განაახლა.

სიტყვა უქმობაზე, შესაძლოა, ჩაგეცინოთ და მართალიც იქნება, რადგან თითქმის ყველა ფერხბურთელი 1 კვირიან შვებულებაში გადის, მაგრამ არა მბაპე.

ამის ფონზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ “PSG TV”-თან ინტერვიუში საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

“უბედნიერესი ვარ მისი დაბრუნებით. მას, შესანიშნავი მუნდიალი ჰქონდა. მისი დაბრუნება ყველასთვის სიგნალია. ფინალში 3 ბურთი გაიტანა, მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მაინც უკმაყოფილოა ეს კი ყველასთვის გადამდები იქნება.

მას სურდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყო საქმეში და გუნდს დახმარებოდა, რადგან ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი და ის ძალიან გვჭირდება!”.

28 დეკემბერს, “პსჟ” “სტრასბურს” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას და სანდროს არ უთამაშიათ, “ბრუკლინმა” “გოლდენ სტეიტი” 30 ქულით დაამარცხა!

გუარდიოლა: მესი ყველა დროის საუკეთესოა!