in

გოგას 5 ქულა, მამუს არ უთამაშია

NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება და დღეს არაერთი შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის “ინდიანამ” “ნიუ იორკს” უმასპინძლა და 113:119 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და თავი 5 ქულას, 3 მოხსნას, 1 ასისტს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა.

სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკიმ” კი “ატლანტა” 114:105 დაამარცხა, მაგრამ, სამწუხაროდ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია.

სუპერ მატჩი გამოდგა “პელიკანსისა” და “ბოსტონის” ჯახი. სტუმრებმა 125:114 გაიმარჯვეს. ჯეილენ ბრაუნმა 41 ქულას 12 მოხსნა დაამატა, ხოლო ჯეისონ ტეიტუმმა, 31 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრისტოფ გალტიე: მადლობა პარიზელ ქომაგს, რომ მესის თბილად დახვდნენ

მეტოქეობა გაგრძელდება? – “ალ ჰილალმა” მესის 330 მილიონი შესთავაზა