in ,

გიორგი მამარდაშვილის 2 სეივი და ვალენსიას მძიმე მარცხი

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” საკუთარ “მესტალიაზე” “რეალ ბეტისს” უმასპინძლა და კოპა დელ რეის ფინალში მარცხისთვის რევანში ვერ აიღო. პირიქით, ვალენსიელები მეორე ტაიმში განადგურდნენ.

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ლა ლიგის გასული ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ამჯერადაც “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველ ტაიმში სევილიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლებამდე საქმე არ მივიდა. ქართველმა მეკარემ პირველ 45 წუთში 3 სეივი განახორციელა.

მეორე ტაიმში კი, “ღამურების” დაცვამ საშინლად ითამაშა. “რეალ ბეტისი” საჯარიმოში და საჯარიმოს მისადგომებთან თითქმის ყველაფერს აკეთებდა, რასაც მოისურვებდა. სევილელთაგან გოლები-ვილიან ჟოზემ, კანალესმა და ბორხა იგლესიასმა გაიტანეს.

საბოლოოდ, 0:3 “რეალ ბეტისის” სასარგებლოდ და ეს მატჩი არც “ვალენსიას” და არც გიორგი მამარდაშვილის მეხსიერებაში დიდი ხანი არ უნდა დარჩეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თედო აბჟანდაძე ბრივს ტოვებს

ლეო დათანხმდა: მესი საუდის არაბეთის სახე ხდება