მიუნხენური ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდში გადაინაცვლა. საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა მადრიდის 1000-იანი მასტერსის პირველ ეტაპზპე ფრანგ ბენუა პაირესთან ითამაშა და ორ სეტში 4:6; 5:7 დამარცხდა.
ნიკასთვის თამაში ცუდად დაიწყო. ქართველმა სტარტზე ორი საკუთარი მოწოდება წააგო და 0:3-ს აგებდა. მერე ნიკამ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და თითქოს თამაშში გარდატეხაც უნდა შეეტანა, მაგრამ ფრანგმა ისევ შეძლო ბრეიქის შესრულება და პირველი სეტი 4:6.
მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, თუმცა ბოლოს ბენუამ ისევ შეძლო ბასილაშვილის მოწოდების აღება და გაიმარჯვა კიდეც. ნიკასთვის კი, მადრიდის მასტერსი ნაადრევად დასრულდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings