in

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 36-ეა

დღეს, გამთენიისას, პროფესიონალური ჩოგბურთის ასოციციამ (ATP) ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესო ცვლილებია მოწინავეთა სამეულში. “თიხის მეფე” ესპანელი რაფაელ ნადალი მეორედან მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილს კი, ამ დროისთვის რუსი დანიელ მედვედევი იკავებს. მეოთხე ადგილს იკავებს დომინიკ ტიმი. მეხუთე ადგილზე კი, ბერძენი სტეფანოს ციციპასია. მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დამარცხებული როჯერ ფედერერი მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რეიტინგს სათავაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი უდგას.

რაც შეეხება დოჰას მასტერსის გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს. დოჰას მასტერსის გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 20 სარეიტინგო ქულა მიიღო და ერთბაშად 6 პოზიციით დაწინაურდა. დღეს, ნიკა მსოფლიოში 36-ეა. ნიკოლოზის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, რომელსაც ნიკა 2019 წლის ბოლოს იკავებდა.

ბასილაშვილისთვის ეს პრო ტურში მოპოვებული მეოთხე ტიტულია. ამ გამარჯვებით ნიკამ 103 000 დოლარი გამოიმუშავა.

მეოთხე ტიტული კარიერაში: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ჩემპიონია

როდესაც შენი შვილი მთელ ქვეყანას ახარებს, მშობლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა: ნოდარ ბასილაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი: ქართველი ტამავაშისთან დამარცხდა

იდეალური, 57-ე და 22 წუთში შესრულებული ჰეთ-თრიქი: კრიშტიანოს ყველა სტადიონზე გააქვს