in

როდესაც შენი შვილი მთელ ქვეყანას ახარებს, მშობლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა: ნოდარ ბასილაშვილი

საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 42-ე ჩოგანმა, ATP-ის ტურნირის 3-გზის გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთისა და ზოგადად ქართული სპორტის ისტორია დაწერა. 29 წლის ქართველმა დოჰას 500-იანი მასტერის მეოთხედფინალურ შეხვედრაში “თვით ჩოგბურთი”, დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.

დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, Sport4me.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ ნოდარ ბასილაშვილმა გაააკეთა.

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, დაუჯერებელია. როჯერ ფედერერი ნიკას კერპი იყო და მის დონემზე მისვლას ვერავინ იფიქრებდა. როგორც ფეხბურთშია მარადონა უდიდესი, ანალოგიურია სპორტში ფედერერი. ჯერ ისევ ემოციების ქვეშ ვარ. მამისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი ამარცხებს ისეთ სპორტსმენს, რომელიც შენთვის ყველაფერში მისაბაძია. უცხო ხალხი გვირეკავს და გილოცავთო. შენი შვილი, რომ მთელ საქართველოს ახარებს, მშობლისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

ყველამ იცის ნიკას რთული პერიოდი აქვს. ფსიქოლოგიურად მაინცდამაინც კარგად ვერ ემზადება ტურნირებისთვის, ამიტომ ეს გამარჯვება მას ორმაგად დაეხმარება”, – ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.

ლეგენდარული შვეიცარიელის დამარცხების გამო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოლიდური თანხა მიიღო. ქართველმა ჩოგბურთელმა 36 940 დოლარი გამოიმუშავა და 90 სარეიტინგო ქულაც მიიმატა.

ბასილაშვილმა ფედერერი დააფიქრა: ქართველთან წაგების შემდეგ ლეგენდამ დუბაის ტურნირზე უარი თქვა

დოჰას მასტერსის ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიკას მეტოქე ამერიკელი ჰარი ფრიცი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერია. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსი ანდრეი რუბლევი და ესპანელი ბაუტისტა-აგუტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცხელი ლონდონური დერბი და ყურადღება ოლდ ტრაფორდისკენ – 28-ე ტურის წინ

ლევან მაისაშვილი: როტაციას მომდევნო მატჩებშიც მივმართავთ