in

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი: ქართველი ტამავაშისთან დამარცხდა

მარტის ჰარუ ბაშო ტოჩინოშინისთვის ცუდად დაიწყო. ქართველი ექს-ოძეკი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირად არის განთესილი, მონღოლს ტამავაშის დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია.

ნათლად ჩანს, რომ ქართველი ტრავმის შემდეგ არ არის ოპტიმალურ ფორმაში და ფეხზე მყარად არ დგას. ტამავაშის მაღალი ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) ჰქონდა, წელში ბოლომდე გამართა ქართველი და არ მისცა ჩავლების აღების საშუალება. ბრძოლა ცუბარებით (დისტანციაზე დარტყმები) წარიმართა, რომლის დროსაც ტამავაშიმ ტოჩინოშინი ჰატაკიკომის ილეთზე დაიჭირა და დაანარცხა დოჰიოზე.

ორი დღის შემდეგ, მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 0:2–ზეა. ხვალ ჩვენებურის მეტოქე კოტონავაკა იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიდანის დუბლი ქუთაისში და თრილერი თბილისში

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 36-ეა