in ,

ბუდუ ზივზივაძე: რუსეთში რომ ვთამაშობდე, ეგრევე წამოვიდოდი

უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედების გამო, ოკუპანტი რუსეთი თითქმის ყველა სპორტის სახეობიდან მოკვეთეს, ზოგში კი რუს სპორტსმენებს საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა აუკრძალეს.

ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს მინიმუმ ზაფხულამდე კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება მიეცათ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი უნგრული “უიპეშტის” ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ პერიოდში რუსეთში თამაში მისთვის პრინციპულად მიუღებელია.

“დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთში გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა. რაღაც პრინციპები უნდა გქონდეს. მით უმეტეს, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. პირდაპირ ვიტყვი, ახლა რუსეთში რომ ვთამაშობდე, ეგრევე წამოვიდოდი”, – თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სხვა შრომა და სხვა განწყობა: მილანელებმა მილანი გაალიდერეს – XXIX ტური

ველოდებით 20 მარტს: ბარსამ ქალები გაამარიაჟა – XXVIII ტური