in ,

ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები

„რეალმა“ ზედიზედ მესამე კლასიკო მოიგო და 1978 წლის რეკორდი გაიმეორა.

რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო

პირველი გოლის ავტორმა ქარიმ ბენზემამ ლა ლიგის ზედიზედ მე-7 მატჩში გამოიჩინა თავი. ფრანგი მეოთხე ფეხბურთელი გახდა 21-ე საუკუნეში, რომელმაც ეს მოახერხა. მანამდე იგივე გაუკეთებიათ ვან ნისტერლოის, კრიშტიანო რონალდოს და გარეთ ბეილს.

“რეალმა“ 21 წელიწადში კლასიკოში პირველად გაიტანა ჯარიმიდან გოლი. ტონი კროოსის გოლამდე ბოლოს რობერტო კარლოსმა დაარტყა საჯარიმო ზუსტად.

ტონი კროოსმა „რეალში“ ჩატარებულ 316 მატჩში პირველად გაიტანა ჯარიმიდან. საკლუბო დონეზე მას 10 წელიწადზე მეტია ჯარიმა არ გაუტანია.
ისედაც გერმანელი „ბარსელონას“ 17-ჯერ შეხვდა და ახლა პირველად გაუტანა.

სანამ კროოსის ჯარიმიდან დარტყმული ბურთი კარში შევიდოდა,
მანამდე ბარსას ორ მცველს მოხვდა

ოსკარ მინგესამ თავის პირველსავე კლასიკოში გაიტანა. „ბარსელონას“ ბოლო მცველი, რომელმაც „რეალს“ გაუტანა, მარკ ბარტრა იყო – 2014 წლის 16 აპრილი, ესპანეთის თასის ფინალი.

კლუბის აღზრდილმა მინგესამ პირველად გაიტანა საგარეო მატჩში. ისე კი ამ სადებიუტო სეზონში მას 2 გოლი აქვს.

კაზემირომ ერთ წუთში ორჯერ მიიღო გაფრთხილება და გააგდეს. ბრაზილიელისთვის ეს მეორე გაძევებაა „რეალში“, რომელსაც ყველა ტურნირზე 478 ჯარიმა დაუფიქსირდა. პირველი გაძევება 2018/19 წლების სეზონში „ვალიადოლიდთან“ ჰქონდა და საინტერესოა, რომ მაშინ ორი ყვითელი კაზემირომ 11 წუთში აიკიდა.

ლეო მესიმ 7-ჯერ დაარტყა და ვერ გაიტანა. ასეთი რამ კლასიკოში პირველად მოხდა 2005 წლის შემდეგ. სულ კი არგენტინელი 7 თამაშია „რეალს“ ვერ უტანს ყველა ტურნირზე.
კონკრეტულად ლა ლიგაში მესიმ „რეალს“ ბოლო 21 დარტყმიდან ერთხელაც ვერ გაუტანა.

0 – მესი რეალს რონალდოს წასვლის შემდეგ ვეღარ უტანს: სერხიოს კი დაეწია

„რეალმა“ ორი გოლი გაიტანა პირველი ორი დარტყმით. სულ კი „ბლანკოსმა“ ზუსტად სამჯერ დაარტყა 14 მცდელობიდან.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში 5 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო („კადისთან“ 1:2). წაუგებელი სერია 19 მატჩი გაგრძელდა, აქედან 3 ფრე და დანარჩენი მოგება.

„რეალმა“ ზედიზედ სამი კლასიკო 1978 წლის შემდეგ პირველად მოიგო. პირველ წრეში საძულველი მეტოქე სტუმრად 3:1 დაამარცხა. „ბარსას“ ბოლო 5 შეხვედარში ერთხელ აქვს მოგებული „რეალისთვის“ ლა ლიგაში. კატალონიელებმა ბოლოს 2019 წლის მარტში გაიმარჯვეს 1:0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

0 – მესი რეალს რონალდოს წასვლის შემდეგ ვეღარ უტანს: სერხიოს კი დაეწია

ვიდეო: ზლატანი მსაჯთან ლაპარაკის გამო გააგდეს – რა უთხრა ამისთანა?