in ,

რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მეტოქე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა და დროებით დაეწია ლიდერ „ატლეტიკოს“. ორივე მადრიდულ კლუბს 66 ქულა აქვს. თუმცა ათლეტები თავის მატჩს დღეს სევილიაში ითამაშებენ „ბეტისთან“. „რეალმა“ კი მის წინ მყოფ „ბარსას“ 1 ქულით გადაასწრო – საჩემპიონო ინტრიგა სულ უფრო და უფრო ცხელი ხდება.

ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები

საერთო ჯამში, თამაში გამოვიდა. იყო საკმაოდ მაღალი ტემპი, ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები და მოგებაც და ქულების დაკარგვაც ორივეს შეეძლო.

პირველი ტაიმი საშინელი გამოდგა „ბარსასთვის“. ჯერ იყო და საკმაოდ მალე ქარიმ ბენზემამ მოხდენილად, ქუსლით გაიტანა და მინი-შედევრი შექმნა. მერე კი, ტაიმის შუაწელს, მადრიდელებმა ჯარიმა მოიპოვეს და ტონი კროოსის დარტყმამ მიზანს მიაღწია – ოღონდ სანამ ბურთი კარში შევარდებოდა, ჯერ „ბარსას“ ორ მცველს მოხვდა და რიკოშეტით გავიდა.

სტუმრებს გოლი სჭირდებოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ წინ წასული „ბარსელონა“ უკან სივრცეებს დატოვებდა და „რეალს“ კონტრშეტევებზე შანსი მიეცემოდა. გარკვეულ ეპიზოდებში ასეც მოხდა, თუმცა მანამდე იყო პირველი ტაიმის ბოლო წუთი და „ბარსას“ კუთხური. ჩასაწოდებლად მესი წავიდა და… ჩააახვია – კურტუა ვერ მისწვდა, ბურთი შორეულ ძელს მოხვდა და გარეთ გამოვარდა – მესის შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა.

0 – მესი რეალს რონალდოს წასვლის შემდეგ ვეღარ უტანს: სერხიოს კი დაეწია

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ უკეთ ჩაატარა და საერთოდ არ იქნებოდა გასაკვირი წაგება აეცილებინა თავიდან. მინგესას მიერ მოუქნელად მოქნეული ფეხის მიუხედავად, გოლი მაინც გავიდა და ამის შემდეგ სტუმრებს საკმაო დრო რჩებოდათ გასათანაბრებლად. რაც მთავარია შანსებიც ჰქონდათ, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად მაინც სულ ბოლო წამის ეპიზოდზე დაწყდებოდათ გული. ახალგამოსულმა მორიბამ ბურთი ხარიხას მოარტყა და თავსხმა წვიმაში მიმდინარე მატჩიც დასრულდა.

ერთიც: თამაშს არ ჩაუვლია მცირე სკანდალის გარეშეც. მეორე ნახევარში, 2:1-ზე, კარის სიახლოვეს მენდიმ ხელი ჩასჭიდა ბრაიტვაიტს, რომელიც იქვე მოცელილივით წაიქცა. მთელი „ბარსელონა“ პენალტს ითხოვდა, არბიტრმა კი ეპიზოდის გამეორებაზე ნახვაც არ იკადრა და ამით სტუმრებს ქულის გადარჩენის შანსი მოუსპო.

ზინედინ ზიდანი: „“რეალმა“ „ბარსელონა“ დამსახურებულად დაამარცხა. არ შეიძლება ყველაფერი მსაჯს დააბრალო“.

„რონალდ კუმანი: „მსაჯს აშკარა პენალტი უნდა დაენიშნა. მაგრამ „ბარსას“ ისევ შეგუება მოუწევს“.

სერხი რობერტო: „გამიკვირდა, რომ მსაჯმა მაშინვე თქვა, რომ არაფერი არ ყოფილა. მან არ მიმართა VAR-ს”.

თადარიგში მყოფმა პიკემ ვერ მოითმინა, თამაშის დასრულების შემდეგ მოედანზე ჩავიდა და მსაჯთან უკმაყოფილება გამოთქვა.

რეალი – ბარსელონა 2:1

გოლები: 1:0 ბენზემა (13), 2:0 კროოსი (38), 2:1 მინგესა (60)

რეალი: კურტუა – ლუკას ვასკესი (43. ოდრიოსოლა), მილიტაო, ნაჩო, მენდი – მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (72. ისკო) – ვალვერდე (61. ასენსიო), ვინისიუში (72. მარსელო), ბენზემა (72. მარიანო).

ბარსელონა: ტერ შტეგენი – მინგესა, არაუხო (72. მორიბა), ლენგლე – დესტი (46. გრიზმანი), ბუსკეტსი (64. სერხი რობერტო), ფ. დე იონგი, ალბა – მესი, პედრი (81. ტრინკაო) – დემბელე (81. ბრაითუაიტი).

გაძევება: კაზემირო (90. რეალი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ერთი ოქრო! ანასტასია ჰოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია

0 – მესი რეალს რონალდოს წასვლის შემდეგ ვეღარ უტანს: სერხიოს კი დაეწია