in

0 – მესი რეალს რონალდოს წასვლის შემდეგ ვეღარ უტანს: სერხიოს კი დაეწია

ლეო მესის კლასიკოში ნაღვლიანი სტატისტიკა აქვს: „ბარსელონას“ კაპიტანს უკვე 3 წელია „რეალისთვის“ არ გაუტანია. არგენტინელის ბოლო გოლი 2018 წლის 6 მაისს დაფიქსირდა მადრიდელთა კარში (2:2 – „ნოუ კამპზე“). კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსში“ წასვლის შემდეგ მესის გოლი კი არა, საგოლე პასიც არ გაუკეთებია ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში. მესის სტატისტიკა ურონალდოობაში – 7 მატჩი, 567 წუთი, 0 გოლი, 0 ასისტი.

ეს შესაძლოა ბოლო კლასიკოც იყოს მესისთვის. მისი კონტარქტი კატალონიელებთან ხომ ამ ზაფხულს იწურება.

რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო

სამაგიეროდ, მესი კლასიკოში ნათამაშევი მატჩების რაოდენობით „რეალის“ ლიდერ სერხიო რამოსს დაეწია. ეს ლეოსთვის 45-ე კლასიკო იყო. სერხიო რამოსმა კი კარიერაში პირველად გამოტოვა ელ კლასიკო და ერთპიროვნული ლიდერობის დათმობაც მოუწია.

ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო

ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები