in

ბასილაშვილმა Mercedes Cup დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბალახის სეზონი გამარჯვებით გახსნა. შტუტგარტის 250-იანს მასტერსზე ნიკამ 36 წლის გერმანელი დასტინ ბრაუნი (კლასიფიკაციაში 303-ე ადგილი) ორ სეტში 6:3; 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ბრაუნის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. ნიკოლოზმა დასტინის წინააღმდეგ 7 ეისი მოაგროვა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში მარინ ჩილიჩსა (49) და რუდოლფ მოლეკერს (262) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Mercedes Cup-ზე პირველ ნომრად კანადელი დენის შაპოვალოვია განთესილი, რომელსაც კვალში ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა) და ალექს დე მინორი (ავსტრალია) უდგანან.

შტუტგარტის ტურნირი 8-13 ივნისს არის დაგეგმილი და ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც ითამაშებს. ნიკოლოზი ინდოელ დივიჯ შარანთან არის შეამხანაგებული და პირველ წრეში ურუგვაულ-ეკვადორულ დუეტს (არიელ ბეჰარი-გონზალო ესკობარი) გაეჯიბრება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0