in ,

კაშია მარსიალის ნაცვლად: სოშოს საქართველოს ნაკრების მცველი მოუნდა

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელის გურამ კაშიას გადაბირებით ფრანგული ლიგა 2-ის კლუბი “სოშო” ინტერესდება.

ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს. გურამ კაშიას მისამართით ინტერესი “სოშოს” მესვეურებმაც დაადასტურეს, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს ცენტრალური მცველი იოან მარსიალი დატოვებს და ფრანგებს მისი შემცველის დამატება სურთ. ეს მარსიალი “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის ენტონი მარსიალის ძმაა.

33 წლის გურამ კაშიას სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, არნემის “ვიტესში” და ამერიკულ “სან ხოსეში” უთამაშია.

“სოშო” ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშობს და ბოლო სეზონში გუნდმა მე-7 პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, ლიგა 2-ში ჯაბა კანკავა (“ვალენსიენი”) და ამირან სანაიაც (“როდეზი”) თამაშობენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველების განახლებული ფასები: კვარაცხელია დანარჩენებს 15 მილიონით უსწრებს

ბასილაშვილმა Mercedes Cup დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო