in ,

დაუშვილიც აპოელ-ში?

კვიპროსული გამოცემა “ბალას” მტკიცებით, ნიქოზიას “აპოელი” სატრანსფერო ჰეთ-თრიქისთვის ემზადება. გამოცემა წერს, რომ “აპოელი” მზადაა გიორგი ქვილითაიასა დ თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ, “ანორთოსისიდან” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი დაიმატოს.

“ნიქოზიას „აპოელი“ სატრანსფერო ჰეთ-თრიქისთვის ემზადება. გუნდი იმდენად ახლოს არის დაუშვილის ტარნსფერთან, რომ ეჭვი არ ეპარებათ მოლაპარაკების წარმატებულად დასრულებაში. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება უკვე მხოლოდ ტექნიკური დეტალია და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გავრცელდება“, – წერს გამოცემა.

დაუშვილს „ანორთოსისთან” ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მისი ტრანსფერის გამოსყიდვა მარტივი საქმე არ იქნება. ფამაგუსტას გუნდში კი აცხადებენ, რომ ვისაც სურს ქართველი ნახევარმცველის გადაყვანა, გუნდს ოფიციალური შეთავაზებით უნდა მიმართოს.

ოქრიაშვილიც აპოელს შეუერთდა: ქართველები ისევ ერთად იქნებიან]

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა Mercedes Cup დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა: ლაშა მსოფლიო ჩემპიონია