in ,

ბარსაში 10 ნომერი დაბრუნდა, მადრიდი შეფერხდა – VII ტური

მადრიდის “ატლეტიკომ” რამდენიმე უნიათო მატჩის შემდეგ, შედეგიც მოიმკო – “ალავესთან” წააგო და პირველობაც დათმო ცხრილში. ვერ თამაშობს რიგიანად სიმეონეს გუნდი და ვერც მისი ძველი ვარსკვლავი გრიზმანი. თუმცა “ათლეტებს” მსგავსი რამ სჩვევიათ და ალბათ სამომავლოდ ისევ იტყვიან თავის სიტყვას.

დამუხრუჭდა მეორე მადრიდული გუნდიც, რომელიც საპირისპიროდ შედეგიან თამაშს აჩვენებდა, მაგრამ ახლა “რეალმა” გოლიც ვერ გაუბედა “ვილიარეალს”.

სამაგიეროდ, როგორც იქნა, მოიგო “ბარსელონამ”. გოლი გაიტანა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა ანსუ ფატიმ დ ამაში აღსანიშნავი ისაა, რომ მას მესის 10-ნომრიანი მაისური ემოსა.

This image has an empty alt attribute; its file name is 243318252_10160815996979305_6763146103396898049_n-819x1024.jpg

„ბარსელონამ“ შეწყვიტა 3-მატჩინი მოუგებელი სერია.

ლუკ დე იონგმა პირველი გოლი გაიტანა „ბარსაში“. ფატი დაბრუნდა და მანაც შეაგდო.

ანსუ ფატიმ პირველად ითამაშა „ბარსაში“ 323 დღის შემდეგ.
„ატლეტიკომ“ წააგო „ალავესთან“, რომელიც ბოლო ადგილზე მიდიოდა. ეს პირველი წაგებაა ჩემპიონისთვის.

„რეალი“ არ აგებს ლა ლიგაში ზედიზედ 25 მატჩია – 18 მოგება და 7 ფრე.

„რეალმა“ შეწყვიტა 5-მატჩიანი მოგებათა სერია.

ანჩელოტი: „არ ყოფილა „რეალის“ საუკეთსო თამაში. მეტოქე კარგად აკონტროლებდა ბურთს“.

This image has an empty alt attribute; its file name is 1VC26988-1024x657.jpg

გრიზმანს 0 შედეგიანი მოქმედება აქვს „ატლეტიკოს“ 5 მატჩში დაბრუნების შემდეგ.

„ხეტაფეს“ 7 წაგება აქვს 7 მატჩში – ასეთი რამ ლა ლიგაში 25 წელია არ ყოფილა.

35 წლის ფალკაომ „რაიო ვალეკანოს“ შემადგენლობაში ყველა (სამივე) შეხვედრაში გაიტანა.

ლა ლიგა – VII ტური

ალავესი – ატლეტიკო 1:0
ვალენსია – ბილბაო 1:1
სევილია – ესპანიოლი 2:0
რეალი – ვილიარეალი 0:0
მალიორკა – ოსასუნა 2:3
ბარსელონა – ლევანტე 3:0
რაიო ვალეკანო – კადისი 3:1
სოსიედადი – ელჩე 1:0
ბეტისი – ხეტაფე 2:0

27 სექტემბერი
სელტა – გრანადა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ბოლომდე მზად არაა, ის მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის: სლუცკის თანაშემწე

მამუკა ჯუღელი: რაც შემეძლო ხვიჩას ყველაფერი გავუკეთე, ახლა თავად მან გამიკეთოს რეკლამა