in ,

მამუკა ჯუღელი: რაც შემეძლო ხვიჩას ყველაფერი გავუკეთე, ახლა თავად მან გამიკეთოს რეკლამა

ქართული ფეხბურთის იმედის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრასფერო ამბები თუ ჭორები, ყველას მოგეხსენებათ. ზაფხულში ქართულ სპორტულ მედიაში ხვიჩას შესახებ ძალიან ბევრი იწერებოდა, რომ იგი ევროპულ გრანდში გადავიდოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ქართველი ტალანტი ისევ ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავს.

რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი? ამ კითხვაზე ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა “მთავარი არხის” სპორტულ გადაცემაში კომენტარი გააკეთა.

“კარგად ვიცი, ფეხბურთელისთვის რას ნიშნავს, როდესაც მედიაში აჟიოტაჟი იქმნება. თქვენ არ იცით ხვიჩამ რამდენი ნერვიულობა გადაიტანა. ამ განცდებზე მხოლოდ თავად ხვიჩამ, მე და ოჯახმა ვიცით. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ბავშვი მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, ფსიქოლოგიურ სტრესში იყო.

ფეხბურთში ხვიჩას მამა მე ვარ, ასე ჩათვალეთ. მისი მამა ჩემი მეგობარია, ოჯახმა ბავშვი მე მანდო.

აპრილის შუა რიცხვებში “იუვენტუსთან” მოსალაპარაკებლად ჩავფრინდი, პარატიჩთან (კლუბის სპორტული დირექტორი) და წინასწარ კონტრაქტზე შევთანხმდით, მაგრამ მერე მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს და მუშაობა “ტოტენჰემში” დაიწყო. ეს სიტუაცია მე შევქმენი? “იუვენტუსი” დაინტერესებული ნამდვილად იყო, კონტრაქტიც დგებოდა და “რუბინთანაც” ყველა შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოგიყევით. კვარაცხელიას ევროპაში გასაყვანად დახმარება არ სჭირდება, ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა. ხვიჩა მთელმა ევროპამ იცის, რადგან ძალიან სერიოზული დონის ფეხბურთელია. რაც შემეძლო კვარაცხელიას ყველაფერი გავუკეთე, ახლა მან რეკლამა თავად უნდა გამიკეთოს, რადგან ბავშვობიდან მე შევქმენი – აი, ასეთი სიტუაციაა”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსაში 10 ნომერი დაბრუნდა, მადრიდი შეფერხდა – VII ტური

დაარტყმევინე რა რონალდოს: სალაჰისა და გვარდიოლას რეკორდები – VI ტური