in ,

კვარაცხელია ბოლომდე მზად არაა, ის მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის: სლუცკის თანაშემწე

გუშინ, რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდა და ფაქტობრივად უშანსოდ 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეონიდ სლუცკის თანაშემწეს კითხეს, ხვიჩა “რუბინში” მოტივაციის ნაკლებობას ხომ არ განიცდის, რადგან მას “რუბინიდან” წასვლა სურდა.

“ხვიჩა მოტივაციის ნაკლებობას არასდროს განიცდის. უბრალოდ, ტრავმის შემდეგ ის ჯერ კიდევ არაა სათანადო კონდიციებში და 100 %-ით მზად სათამაშოდ. მას დრო სჭირდება და ისევ გვაჩვენებს თუ რა შეუძლია”, – თქვა სლუცკის თანაშემწემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “რუბინის” რიგებში, ყველა ტურნირზე, 9 შეხვედრა ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოლაპარაკებები გააქტიურდა: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს

ბარსაში 10 ნომერი დაბრუნდა, მადრიდი შეფერხდა – VII ტური