რეკორდმაისტერის საშინელი სერია დასრულდა! მიუნხენის “ბაიერნმა” პარასკევს “ლევერკუზენს” უმასპინძლა და ფარმაცევტის სახელით ცნობილი “ბაიერი” 4:0 გაანადგურა. ზანე, მუსიალა, მანე და მიულერი – ნაგელსმანის მანქანა ამუშავდა და პირველადგილოსან “უნიონ ბერლინთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა “ლაიფციგმა”, რომელიც “ბოხუმს” დაუხვდა და ვერნერისა და ნკუნკუს დუბლებით 4:0 გაილაღა.
კვლავ დამარცხდა “დორტმუნდის ბორუსია” და ამჯერად “კიოლნთან”.
სტუმრები ბრანდტის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა სამი გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
პირველადგილოსანი “უნიონ ბერლინი” კი ფრანკფურტს ესტუმრა და “აინტრახტთან” 0:2 დამარცხდა, მაგრამ მაინც პირველ საფეხურზეა.
“ფრაიბურგი” 0:0 “მაინცი”
“ვოლფსბურგი” 3:2 “შტუტგარტი”
“ვერდერი” 5:1 “გლადბახი”
“ჰერტა” 1:1 “ჰოფენჰაიმი”
“შალკე” 2:3 “აუგსბურგი”.
GIPHY App Key not set. Please check settings