დღეს, ევროპის ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმაპინძლებს და ამ მატჩში, შესაძლოა, ჯგუფში ყველაფერს წერტილი დაესვას.
მძიმე სიტუაციაშია მეტოქე გუნდი. ვიცოდით, რომ დარკო ჩურლინოვი, ადემი და რისტოვსკი გუნდს ვერ დაეხმარებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ჩრდილო მაკედონიურმა გამოცემა “SPORTMEDIA.MK”-მ გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრებში ახალი პრობლემებია.
“ისედაც რამდენად მძიმე ვითარებაა და ამას კიდევ ერთიც დაემატა. თუკი აქამდე ტრაიკოვსკის ავადობას, აკლიმატიზაციას მივაწერდით, ახლა ეს ამით ვეღარ აიხსნება. კარგი, ამით პრობლემა, მხოლოდ დაიწყო. დარკო ველკოვსკიმ გუშინ მცირე დაზიანება მიიღო და მისი თამაშიც სათუოა. შესაძლოა, მატჩში ნიკოლა სერაფიმოვმა მიიღოს მონაწილეობა”.
GIPHY App Key not set. Please check settings