in ,

მაკედონიური მედიის მოლოდინი: გამარჯვება შეგვიძლია!

“sportmedia.mk”-ძალზე აქტიურობს. რამდენიმე წუთის წინ დავწერეთ მათი თეორიის შესახებ, რომ თითქოს თბილისში საცობი მიზანმიმართულად შეიქმნა, ანდაც ორგანიზაციული ქაოსის გამო მათ ნაკრებს ვარჯიშზე დააგვიანდა. ახლა კი კიდევ ერთი:

“ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უკლებლივ ყველა ბილეთი გაყიდულია. ისინი ძალიან გაბრაზებულები იქნებიან, რადგან ჩვენ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური წავართვით, ახლა კი იგივეს გაკეთებას ხელახლა ლამობენ. სამწუხაროდ, 2020 ში ცარიელი ტრიბუნების ფონზე ვიყავით ახლა კი ეს ფუფუნება არ გვექნება, მაგრამ საჭირო არცაა, რადგან გმირები გაჭირვებაში იწრთობიან”.

გამოცემა “novamakedonija.com”-მა კი დორიან ბაბუნსკისთან ჩაწერა ინტერვიუ: მაკედონიის ნაკრების 26 წლის ფორვარდი, რომელსაც 9 მატჩი აქვს ეროვნულ გუნდში გამართული მათ შორის, 0:3 მარცხი საქართველოსთან:

“დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად ლეტალურები უნდა ვიყოთ. გავიხსენოთ თბილისური მატჩი, რომელშც 60 წუთი მეტოქეს ვჯობდით და ძალიან სწრაფ ფეხბურთსაც ვთამაშობდით, შემდეგ კი კონცენტრაცია დავკარგეთ. ახლა ამის უფლება არ გვაქვს, რადგან ფრეც კი არ გვაძლევს ხელს”.

აქვე, “GOL.MK” და მათი მათემატიკურად გამოთვლილი შანსები:

gol.mk საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ხვალინდელ მატჩს სტატიას უძღვნის, სადაც ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზეა საუბარი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, არის მათემატიკური შანსი იმისა, რომ მათმა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელია და ამის იმედი ნაკლებად აქვთ.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი წერს, მათი გუნდი ბოლო ორ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯოს და თავის შანსს დაელოდოს – და რა არის ეს შანსი?

იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის A და B ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირი გზით მოიპოვებენ, ამ შემთხვევაში გზა მეორეადგილოსნებსაც გაეხსნებათ,ეს კი მაკედონიელთა შანსი იქნება…

“gol.mk” წერს, რომ ხვალ რთული მატჩი ელით, მაგრამ ეს შეხვედრა და შემდეგ კვირაში ბულგარეთთან გასამართი დაპირისპირება ერთგვარად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ციკლად უნდა განიხილონ.

ისევ გოლს რომ მივუბრუნდეთ, გუშინ დაიწერა გუნდის ვარჯიშის შესახებ:

“სამწუხაროდ, მილევსკის ბევრი რამის ცვლილება უწევს. არ იქნება ჩურლინოვი, რისტოვსკი, ადემი და კიდევ არის დანაკლისი. ამასთანავე, ძალმოსილ საქართველოს ნაკრებს 50 000 გულშემატკივრიანი ამალა ეყოლება, რაც საქმეს ერთი-ორად ართულებს, მაგრამ ხვალ ელმასი და მეგობრები ყველაფერს გაიღებენ მოსაგებად”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალიოსკი: დინამო არენა ტკბილად გვახსოვს

ნიკა კვეკვესკირი: სიმბოლურია, რომ პირველობაში ჩრდილოეთ მაკედონიას ვეცილებით