in ,

არანაირი დანდობა! თბილისი მეორედ უნდა ავიღოთ: მაკედონიური პრესა გადიდგულდა

მაკედონიურმა გამოცემა, “სპორტმედიამ” რამდენიმე წუთის წინ დიდი ანალიტიკური სტატია დაწერა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რომელის შინაარსსაც გთავაზობთ:

“ბლაგოია მილევსკიმ იცის დიპლომატია, ის ყოველთვის ამბობს, რომ გამარჯვება იოლი არ იქნება. ამას პირად საუბრებშიც ამბობს, ხოლმე.

ეს არის ფილოსოფია, რომლითაც ჩვენი ნაკრები უნდა გავიდეს, რადგან 18:00-ზე (მაკედონიური დროით) უმძიმესი მატჩის მოლოდინში ვართ.

არ იქნება იოლი და განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან სერიოზული საკადრო პრობლემებია. მრავალნაცადი მოთმაშეები: რისტოვსკი, ადემი, ჩურლინოვი, ნიკოლოვი, ეტემი და რისტევსკი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც წარსული წარმატება განაპირობეს.

სამაგიეროდ ითამაშებენ სხვები, რომლებმაც თავიანთ შესაძლებლობებს უნდა გადააბიჯონ, რადგან ისინი ჩვენთან ითამაშებენ ისე, როგორც არავისთან. მიზეზი ხომ ძალზე მარტივია – ჩვენ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური ავწაპნეთ. 2020 წლის ნოემბერი ჩვენთვის ოქროს თარიღია, მათთვის ფატალური. იგივე სტადიონი “ბორის პაიჭაძის” არენა, რომელიც მათთვის ტრაგიკული იყო, ჩვენთვის კი მაჟორული.

ახლა ახალი თავგადასავლის დროა. მორიგ ჯერზე უნდა ვცადოთ და გავიმარჯვოთ ამ მართლაც მონუმენტური მნიშვნელობის არენაზე.

ის გრანდიოზულია, განახლებული და თვალსასეირო. აქ 60-იან წლებში პელეს უთამაშია. ნახავთ ზიდანსა და დელ პიეროს 2000-იანებში, მაგრამ ვერსად ნახავთ გორან პანდევის გოლს, რადგან ქართველებს ამის გახსენება, უბრალოდ არ სურთ, მაგრამ მოუწევთ, რადგან, როდესაც მაკედონიის ჰიმნი შესრულდება მათ ყველაფერი გაახსენდებათ და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ”.

სტატიაში გაიხსენეს ალიოსკის მიერ გუშინ ნათქვამი სიტყვები: “თუკი ნაკრებში თამაშისთვის მოტივაცია გჭირდება…” – ჰოდა, აქედან გრძელდება სტატია:

“მართალია იანი ალიოსკი, მაკედონიის ნაკრებში თამაშისთვის რომელ მოტივაციაზეა საუბარი? ეს უნდა იყოს ორგანული და თითოეული მოთამაშე საუკეთესოს გაღებაზე უნდა ფიქრობდეს, რათა ნაკრები იყოს საუკეთესო”.

მოკლედ, ავტორი გვარიანად გაისარჯა და ზუსტადაც აქვს კრიტიკული წერტილები შერჩეული, მაგრამ 2020 წლის შემდეგ 2 წელი გავიდა. ზოგისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან სტაგნაცია ანდაც რეგრესია დღის წესრიგში, მაგრამ საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა. ჰოდა, 20:00-დან ყველაფერს ვნახავთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზახეთი ეკიპაჟის მორიგი წევრია. საფრანგეთმა ბოლო ადგილს თავი დააღწია – ერთა ლიგის მეორე სათამაშო დღე

ევროპა აღარ გაფართოვდება: არაკომერციულია – უეფას 32 გუნდზე უარს ათქმევინებენ