in

ყაზახეთი ეკიპაჟის მორიგი წევრია. საფრანგეთმა ბოლო ადგილს თავი დააღწია – ერთა ლიგის მეორე სათამაშო დღე

გუშინ, ევროპის ერთა ლიგის 10 მატჩი გაიმართა. ზოგგან ჯგუფიდან გამსვლელთა ბედი გაირკვა, ზოგგან კი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონებამ ბოლო ადგილს დააღწიეს თავი.

ც დივიზიონში:

ყაზახეთის ნაკრებმა ბელარუსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, 13 ქულა დააგროვა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა.

მეორე მატჩში აზერბაიჯანმა სლოვაკეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე აინაცვლა. სლოვაკთა ასეთი სათამაშო ფორმა კი ნამდვილი სიურპრიზია.

ახლა კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფი, სადაც თურქეთის ნაკრებია.

თურქებმა ლუქსემბურგს უმასპინძლეს და ქულები დაკარგესო რომ ვთქვათ მართალი არ იქნება, რადაგნ თუკი ვინმემ ქულა დაკარგა ეს ლუქსემბურგი იყო. მატჩი 3:3 დასრულდა, ორჯერ იგებდა ლუქსემბურგი, მაგრამ 87-ე წუთზე იუკსეკმა თურქებს ქულა გადაურჩინა.

ამის გამოისობით, თურქეთსაც აღარ აქვს 100% იანი მაჩვენებელი და თანაბარი ქულების შემთხვევაში უკვე ქულები ჩაერთვება საქმეში. მოკლედ, ლუქსემბურგმა ქართული საქმე გააკეთა, დანარჩენი ბიჭებზეა…

ამ ჯგუფის მატჩში ლიეტუვამ და ფარერის კუნძულებმა 1:1 ითამაშეს.

ა დივიზიონში:

ბელგიის ნაკრებმა უელსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დე ბრუინმა და მიჩი ბატშუაიამ პირველ ტაიმში ბენეფისი მოიწყვეს. ორივეს ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო. ერთი ბურთი მურმაც გაიტანა.

ამავე ჯგუფის მატჩში ნიდერლანდებმა პოლონეთს სტუმრად, 2:0, გაკპოსა და ბერგვაინის გოლებით სძლია, ჯგუფში 13 ქულით პირველ პოზიციაზეც არის, მაგრამ ბოლო ტურში ბელგიას შეხვდება, რომელსაც 10 ქულა აქვს და იქ გადაწყდება 1/2 ფინალისტის ბედი.

როგორც იქნა, საფრანგეთმა მოიგო და ბოლო საფეხურს თავი დააღწია. დეშამის გუნდმა, რომელსაც: ბენზემა, პოგბა, კანტე, კიმპემბე, ლორისი, კომანი, კონატე, ერნანდესები და სხვანი აკლდა, ავსტრია 2:0 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მბაპესა და ჟირუს გოლებით ფრანგებმა 3 ქულა გაიფორმეს. ჰო, ჟირუს სამი გოლი უნდა და ტიერი ანრის გაადასწრებს, გახდება რა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

მეორე მატჩში კი ჯგუფის ლიდერი ბედი ირკვეოდა და ხორვატიამ დანია 2:1 დაამარცხა, შედეგად, ჯგუფში პირველ ადგილზეა 10 ქულით, დანიას კი 9 ქულა აქვს.

დ დივიზიონში:

ლატვიამ მოლდოვასთან 1:2 წაგებით ცხოვრება გაირთულა, რადგან ფრის შემთხვევაშიც კი ც დივიზიონის საგზურს ინაღდებდა.

მეორე მატჩში ანდორამ ლიხტენშტეინი სტუმრად, 2:0 დაამარცხა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთი ყირგიზეთთან ამხანაგურად შეხვდება – ალბათ დიდი ტურნირებისთვის ემზადებიან

არანაირი დანდობა! თბილისი მეორედ უნდა ავიღოთ: მაკედონიური პრესა გადიდგულდა