in ,

SPORTMEDIA.MK: ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა, მხოლოდ ამ მომენტშია სპალეტის პირველი არჩევანი

მოკლედ, ყოველგვარი ქართული შესავლისა და სადღეგრძელოს სტილში ნათქვამი დითირამბის გარეშე, მაკედონიური გამოცემის სტატის ვეკვეთოთ:

“ელიფ ელმასი ჩვენი მარგალიტია და მან წლების განმავლობაში უნდა იტვირთოს მაკედონიური ფეხბურთის ლიდერობა. ის უნდა გაუძღვეს მაკედონიას მორიგ დიდ ტურნირზე. ამ პასუხიმსგებლობას ელმასიც მშვენივრად აცნობიერებს, მაგრამ დღეს მას ეს ყველაფერი შეიძლება გაუჭირდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ “ნაპოლიში” ძირითადის წევრი აღარ არის და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის.

ამის მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის უჩუმრად მოვიდა “დინამო ბათუმიდან” და ნეაპოლელთა ახალი ვარსკვლავია, რომელსაც უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და უამრავი პენალტი მოპოვებული. სწორედ მის გამო ღებულობს ელმასი იმ რაოდენობის წუთებს, რომელიც ელმასის კვალიფიკაციას არ შეესაბამება.

ესაა მოცემულობა, რომელიც ამწუთას დგას, მაგრამ ელიფს ხვალ შანსი ექნება, სპალეტის დაუმტკიცოს, რომ ხვიჩა, მხოლოდ ამ მომენტშია პირველი არჩევანი. ელიფი მაკედონიის ნაკრების პირველი მევიოლინეა და მასზე იქნება უამრავი რამ დამოკიდებული”.

ამ მატჩს ინტრიგა არ აკლია, მაგრამ კვარაცხელია ვერსუს ელმასი, ცალკე ამბავია და ვნახოთ, რომლის აჯობებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

SPORTMEDIA: ტრაიკოვსკის სიცხე აქვს, დარკო ველკოვსკი ვარჯიშზე დაშავდა – მძიმე სიტუაცია მეტოქე გუნდის ბანაკში

რუსეთი ყირგიზეთთან ამხანაგურად შეხვდება – ალბათ დიდი ტურნირებისთვის ემზადებიან