in

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა

გამთენიისას NBA-ს 75-ე სეზონი დაიწყო და ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო ფაქტიც მოხდა. “მილუოკი ბაქსის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. “მილუოკი” “ბრუკლინ ნეთს” დაუპირისპირდა და 127:104 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და პარკეტზე 7:02 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, +9 იყო.

სანდრო მამუკელაშვილი მეექვსე ქართველი კალათბრთელია, რომელსაც NBA-ში უთამაშია. სხვადასხვა დროს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში: ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძეს უასპარეზია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიდერების სუპერმატჩს მაყურებელი დაესწრება

მესი ისევ გამესდა, ვიღაცეები მიწაზე დაუშვეს – III ტური