in ,

მესი ისევ გამესდა, ვიღაცეები მიწაზე დაუშვეს – III ტური

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეკვატორის გადალახვის დრო დადგა. ნაწილმა პირველი ნახევარი მოილია და რაღაცეები გამოიკვეთა, თუმცა მთავარი ბრძოლები მაინც აწი იწყება. საინტერესო თამაშებმა მოუწია, რადგან გასარკვევი იყო რამდენიმე გუნდის ამბიცია, ხოლო ფავორიტებს ფავორიტობის დამტკიცება მართებდათ. პრინციპში, ასეც მოხდა. წინაზე სირცხვილნაჭამმა „რეალმა“ სრული რეაბილიტაცია „შახტართან“ მოახდინა,. „შერიფის“ მადამომატებული ამბიციები „ინტერმა“ შეაჩერა. „ბრიუგე“ კი მიწაზე „სიტიმ“ დაუშვა. აი პსჟ კი ჯერაც ვერ ბობოქრობს ისე როგორც მისგან ელიან, ხოლო მესიმ პირველად დაამტკიცა პარიზში მისი დიდებულება და ახალ გუნდს 3 ქულა სწორედ მისმა 2 გოლმა მოუტანა.
ერთ-ერთ ურთულეს B ჯგუფში კი „ლივერპულმა“ სამიდამ სამივე მოიგო, ხოლო „მილანმა“ სამივე წააგო.

A ჯგუფი

პსჟ – ლაიპციგი 3:2
გოლები: 1:0 მბაპე (9), 1:1 ანდრე სილვა (28), 1:2 მუკიელე (57), 2:2 მესი (67), 3:2 მესი (74, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (94)

ბრიუგე – მანჩესტერ სიტი 1:5
გოლები: 0:1 კანსელუ (30), 0:2
მარეზი (43, პენ), 0:3 უოკერი (53), 0:4 პალმერი (67), 1:4 ვანაკენი (81), 1:5 მარეზი (84)

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 123 გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი (136).

მესიმ წლის განმავლობაში 40 გოლი გაიტანა – მე-12-ედ კარიერაში.

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 48 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გვარდიოლას გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე 19-ჯერ იტანდნენ 5+ გოლს.

გვარდიოლა: “სიტის” ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია ევროთასებზე”.

B ჯგუფი

ატლეტიკო – ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 სალაჰი (8), 0:2 კეიტა (13), 1:2 გრიზმანი (20), 2:2 გრიზმანი (34), 2:3 სალაჰი (78, პენ)
გაძევება: გრიზმანი (52)

პორტო – მილანი 1:0
გოლი: დიასი (65)

“მილანმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ წააგო, ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

“მილანმა” ისტორიაში პირველად წააგო ლიგის ჯგუფში სამი სასტარტო თამაში.

სტეფანო პიოლი: “პორტომ” დამსახურებულად მოიგო. ჩვენი თამაშის ხარისხი არ იყო საკმარისი”.

“ლივერპულმა” პორველად დაამარცხა “ატლეტიკო” ლიგაზე. აქამდე სიმეონეს გუნდს შინ 3 გოლი არასდროს ჰქონდა გაშვებული.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში პირველად გაიტანა და გაუშვა 2-2 გოლი.

სალაჰმა ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაიტანა და ამით „ლივერპულის“ რეკორდი დაამყარა.

სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რეკორდი დაამყარა “ლივერპულის” რიგებში – 31. მან ჯერარდს გადაასწრო.

“ლივერპული” ბოლო 21 მატჩია არ აგებს.

იურგენ კლოპი სიმეონესთან ხელის (არ)ჩამორთმევაზე: “ხელს მომდევნო შეხვედრისას ჩამოვართმევთ. ის გაბრაზებული იყო არა ჩემზე, არამედ თამაშზე”.

C ჯგუფი

აიაქსი – დორტმუნდი 4:0
გოლები: 1:0 როისი (11, საკ. კარში), 2:0 ბლინდი (25), 3:0 ანტონი (57), 4:0 ალერი (74)

ბეშიქთაში – სპორტინგი 1:4
გოლები: 0:1 კოატესი (15), 1:1 ლარინი (24), 1:2 კოატესი (27), 1:3 სარაბია (44, პენ), 1:4 პაულინიო (89)

“აიაქსის” ფორვარდმა ალერმა ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

D ჯგუფი

ინტერი – შერიფი 3:1
გოლები: 1:0 ჯეკო (34), 1:1 ტილი (52), 2:1 ვიდალი (58), 3:1 დე ვრეი (67)

შახტარი – რეალი 0:5
გოლები: 0:1 კრივცოვი (37, საკ. კარში), 0:2 ვინისიუსი (51), 0:3 ვინისიუსი (56), 0:4 როდრიგო (64), 0:5 ბენზემა (90+1)

“ინტერის“ მეკარე ჰანდანოვიჩმა კლუბში მე-400 მატჩი ჩაატარა.

“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ასეთი რამ პირველად მოხდა.

„რეალის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინისიუსმა 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბენზემამ “რეალში” 290-ე გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზეა.

ბენზემას ამ სეზონის 11 მატჩში 19 (11+8) ქულა აქვს.

კარლო ანჩელოტი: “რეალმა” იდეალური მატჩი ითამაშა. ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა

ნიკოლოზ ბასილაშვილი:თავს შეუძლოდ ვგრძნობდი-ამ გამოცდილებას სამომავლოდ გამოვიყენებ