in ,

Marca: სილესენის პრობლემებს მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშიც დაემატა

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” წარმატებულ თამაშს განაგრძობს. მამარდაშვილმა “ღამურების” შემადგენლობაში ლა ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა (გაუშვა 2 გოლი).

ესპანური Marca “ვალენსიაში” არსებულ მეკარეების კონკურენციაზე წერს. მათი თქმით, იასპერ სილესენის უიღბლობას და პრობლემებს გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშიც დაემატა.

“ბორდალასი სილესენს ესაუბრა. მან დაამშვიდა თავისი შეგირდი და უთხრა, რომ წარმოქმნილმა სირთულეებმა ის არ უნდა გატეხოს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელს პრობლემები მართლაც არ ელევა.

ის “ვალენსიაში” მესამე სეზონს ატარებს და მშვიდად ყოფნის ბედნიერება მას ფაქტობრივად არასდროს ჰქონია. პირველ ორ სეზონში იასპერი ტრავმებმა დატანჯა, განსაკუთრებით მეორე წელს.

გაწყვეტილი კუნთის გამო მას გაუცდა რამდენიმე თვე. ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ კი “ღამურების” მეკარემ მორიგი დაზიანება მიიღო და კორონავირუსიც გადაიტანა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მის პრობლემებს დაემატა მამარდაშვილის გამოჩენაც, რომელმაც ლა ლიგის საწყის ოთხ ტურში გაუშვა სულ რაღაც ორი გოლი და რამდენიმე კარგი სეივიც გააკეთა”, – წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 სექტემბერს, “ვალენსია” საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალს” მიიღებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ლოს ჩესს” კარში კვლავ ქართველი იდგება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე მარცხი: ქართველი მიმდინარე ბაშოს ლიდერთან დამარცხდა

აიზეა ტომასი შესაძლოა თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს: ტომასს NBA-ს ALL STAR ორჯერ აქვს ნათამაშები